ხშირი კითხვები
მოკლე პასუხები ჯოკერის რვეულსა და წესებზე.
უფასოა თუ არა ჯოკერის რვეული?
დიახ, rveuli.app სრულიად უფასოა, რეკლამებისა და ფასიანი შეზღუდვების გარეშე.
საჭიროა თუ არა რეგისტრაცია?
არა. რვეული პირდაპირ იხსნება, ანგარიშისა და პაროლის გარეშე.
როგორ მუშაობს წაღებულის ავტო-შევსება?
როგორც კი დარიგებული კარტები სრულად განაწილდება, დარჩენილ მოთამაშეებს 0 ავტომატურად ჩაეწერება, ბოლო ცარიელ მოთამაშეს კი დარჩენილი რაოდენობა შეევსება. ამის გამორთვა პარამეტრებში შეგიძლია.
თუ ძველ დარიგებაში შეცდომით ჩავწერე, შევძლებ გასწორებას?
კი. დააჭირე ნებისმიერ ძველ ხელს და შეცვალე ნათქვამი ან წაღებული. რვეული მთელ პულკას თავიდან დათვლის და ცვლილებას შეინახავს.
შემიძლია ხიშტის ჯარიმის შეცვლა?
კი, თამაშის დაწყებამდე შეგიძლია მიუთითო ნებისმიერი ჯარიმა, მაგალითად -200, -500, -100 ან 0.
შეიძლება წყვილებში (2v2) თამაში?
დიახ, თამაშის დაწყებისას აირჩიე წყვილები (2v2) და პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. რვეული გუნდების ქულებსაც ცალკე დააჯამებს.
დაიწყე თამაში ახლავეშექმენი მაგიდა 4 მოთამაშისთვის რამდენიმე წამში.
თამაშის დაწყება →