ჯოკერის რვეული

ფურცლისა და კალმის ნაცვლად. რვეული თავად ითვლის ქულებს, პრემიას, მოშლასა და ხიშტს.

რატომ ჯოკერის რვეული

კლასიკური, ცხრიანები და წყვილებში (2v2)

ითამაშე როგორც სტანდარტული 4-პულკიანი ჯოკერი (24 დარიგება), ისე ცხრიანები (16 დარიგება), ინდივიდუალურად ან ჯოკერი წყვილებში (2v2).

პრემია, მოშლა და ხიშტი თავისით ითვლება

პულკის ბოლოს თავად აჯამებს პრემიას, შლის საუკეთესო ხელს არჩეული მოშლის წესით და ითვლის მაგიდასთან შეთანხმებულ ხიშტის ჯარიმას.

სწრაფი და მარტივი შევსება

ნათქვამსა და წაღებულს ერთი შეხებით ირჩევ, ბოლო კაცს აკრძალული ციფრი ეზღუდება, დარჩენილი კარტი კი ავტომატურად ივსება.

ძველი დარიგების გასწორება და ისტორია

თუ წინა ხელში ციფრი შეგეშალა, დააჭირე და ჩაასწორე. რვეული მთელ პულკას თავიდან გადათვლის, დასრულებულ თამაშებს კი ისტორიაში შეინახავს.